ავარია ოზურგეთში – დედა ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი მართვით სუნთქვაზე არიან

0
381

ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევევისას დაშავებული ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ spacesnews-ს ოზურგეთის კლინიკა “მედალფას” დირექტორმა განუცხადა.

“დაშავებულები, დაახლოებით, 10, 12 წლის ბავები არიან.მათი მდგომარეობა არის მძიმე და ისინი იმყოფებიან მართვᲘთ სუნთქვაზე”, – ამბობს spacesnews-სთან დავით მდინარაძე.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტომობილი,რომელშიც დედა მისი ორი შვილი იჯდა, ბოძს შეასკდა, ქალი ადგილზე დაიღუპა.