„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

0
57

ექსპერტების საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად და გაუწია რეკომენდაცია AstraZeneca-თი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ, – ამის შესახებ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

AstraZeneca-თი ვაქცინაცია 55 წლის ზემოთ გაგრძელდება, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისის მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. AstraZeneca-თი ვაქცინაცია გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. AstraZeneca-თი მეორედ ვაქცინაციის ჩატარების შესახებ ცვლილებაზე რამე რეკომენდაცია საჭირო არ არის და არ არსებობს. მას, ვინც უსაფრთხოდ გაიკეთა პირველად დოზა ვაქცინის, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია ჩაიტაროს მეორე დოზაც“, – განაცხადა გაბუნიამ.

EMA-ში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოზის იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინეს, თუმცა ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აჭარბებს.