აშშ-ში მხარს უჭერენ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას

0
95

აშშ-ს ორივე პარტიის სენატორები მხარს უჭერენ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, თუმცა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გადატვირთვის წინააღმდეგი არიან. “(შეხვედრა) უნდა მოხდეს იმის მიუხედავად როგორი წინააღმდეგობები გვაქვს პუტნთან, მას უამრავი ბირთვული იარაღი აქვს. თუნდაც ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ მასთან ურთიერთობა გვქონდეს” – რესპუბლიკელმა სენატრორმა მარკო რუბიომ თქვა. დემოკრატმა სენატორმა ბენ კადრინმა განაცხადა, რომ შეხვერდა “კარგი იდეაა”, თუკი ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინა და კიბერშეტევა, დღის წესრიში დადგება.

ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უფრო მეტად “სტაბილური და განსაზღვრებადი” ურთიერთობების მომხრეა და რომ ის ამ მიმართულებით იმუშავებს, რომ თავიდან იქნეს აცილებული რუსეთთან მომავალი ესკალაცია.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა თქვა: “ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ ჩაივლის პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა” – eurointegration-ი წერს.