„ინდოეთში უკვე ფართოდ გავრცელებული კორონავირუსის ახალი ვარიანტი ამერიკელმა სპეციალისტებმა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს და დაახასიათეს, როგორც კორონავირუსის “ინდური შტამი” ორმაგი მუტაციით,“ – იუწყება The San Francisco Chronicle-ი.
სტენფორდის კლინიკური ვირუსოლოგიის ლაბორატორიამ ინდოეთში წარმოშობილი ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა გამოავლინა და დაადასტურა. შემთხვევა კალიფორნიაში, სანტა-კლარას ოლქში დაფიქსირდა. ახალი შტამის ერთ-ერთი მუტაცია ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში თავდაპირველად აღმოჩენილი ვარიანტის მსგავსია. სპეციალისტების თქმით, კალიფორნიაში აღმოჩენილი მუტაცია უფრო გადამდებია ვიდრე COVID-19-ის თავდაპირველი შტამი, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, არის თუ არა ის უფრო მდგრადი ვაქცინების მიმართ.