ანრი ოხნაშვილი ანა ნაცვლიშვილს – კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ, თუ მომეჩვენა

0
44

ქალბატონო ანა, კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა“ – მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს.

ანრი ოხანაშვილმა ნაცვლიშვილს შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა და არა 12 საათისა.

„ქალბატონო ანა, კონსტიტუციას რომ ვარღვევთ, ეს სიტყვა უკან წაიღეთ თუ მომეჩვენა, აღარ გაგიკეთებიათ ამაზე რემარკა ისე, შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მესამე პუნქტი გვეუბნება, რომ დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა. 48 საათი წერია, 12 საათი არ წერია კონსტიტუციაში, ამიტომ, იმედი მაქვს, ამას კიდევ ერთხელ ჩაინიშნავთ“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.