ამირან გამყრელიძე ხვალ “სინოფარმის” ვაქცინით აიცრება

0
112

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ხვალ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.

ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრება.

შეგახსენებთ, “სინოფარმით” ვაქცინაცია ქვეყანაში ხვალიდან იწყება, თუმცა პრეპარატს ჯერჯერობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია მიღებული არ აქვს. “სინოფარმით” ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, საერთოი ჯამში ქვეყანაში ამ ეტაპზე “სინოფარმის” 100 000 დოზაა შემოტანილი.

წყარო: რუსთავი 2