„აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის მე­წყრულ ფერდთან“ – თბილისის მერია თეა გოდოლაძეს პასუხობს

0
127

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თეა გო­დო­ლა­ძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაშ­ლი­ჯვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წვი­მე­ბის გამო მე­წყე­რი და­იძ­რა და გრუნ­ტის ნა­წი­ლი წა­მო­ვი­და, თბილისის მერია პასუხობს.

როგორც თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში აცხადებენ, თეა გო­დო­ლა­ძე აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რობს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი.

“სა­ბავ­შვო ბაღი არის სულ სხვა ად­გილ­ზე, სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც ალ­ბათ, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი. ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის მე­წყრულ ფერდთან“, – აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

ცნობისთვის, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ “ფერ­დო­ბის უკან მდე­ბა­რე­ობს სა­ბავ­შვო ბაღი, რომ­ლის ტე­რი­ტო­რია უკვე დაბ­ზა­რუ­ლია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­სა­მაგ­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფერ­დის გა­მაგ­რე­ბა, თო­რემ რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რი ჩა­რე­ვე­ბი არ უნდა გაგ­რძელ­დეს. ვაშ­ლი­ჯვარ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სამ­შე­ნებ­ლო ინ­ტერ­ვენ­ცია ამ ტე­რი­ტო­რი­ის უნდა დამ­თავ­რდეს“.

„ინ­ტერპრეს­ნი­უსი“