აღდგომის პერიოდში ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ – ივანე ჩხაიძე

0
693

აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მთავარის” პრესკლუბში განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღა, რადგან ქვეყანა სტაბილურ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

„მესამე ტალღა დაწყებულია ამის მტკიცება არ შეიძლება, სტაბილურ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ, მკვეთრი მატება არ გვაქვს. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღად.

აღდგომის პერიოდში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, იმ თავყრილობებისგან სასაფლაო იქნება ეს, თუ ეკლესია, რაც ალბათ, ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის. აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ”, – განაცხადა ჩხაიძემ.