სააკაშვილის რუსეთის მიმართ რიტორიკამ 2008 წლის აგვისტოს ომამადე მიგვიყვანა – უოლკერი

0
131

უკრაინის პოპულარულ გამოცემა ევროპეისკაია პრავდა“-ში («Европейская правда») გამოქვეყნებულია ინტერვიუ ცნობილ ამერიკელ პოლიტიკოსთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინის საქმეებში კურტ ვოლკერთან, რომელსაც ჟურნალისტი სერგეი სიდორენკო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნის დროს ესაუბრა.

ინტერვიუში დასმული კითხვები მოვლენათა ფართო სპექტრს ეხება – უკრაინის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, დონბასის პრობლემას და ა.შ. ეს კურტ ვოლკერის პირველი ვცელი ინტერვიუა შარშანდელი გადადგომის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაზე საუბრისას კურტ ვოლკერი ამბობს, რომ საჭიროა გაირკვეს, როგორი პასუხები უნდა იქნეს გაცემული რუსეთის ანტიუკრაინულ გამოხდომებზე, როგორ უნდა დაუპირსპირდეს კიევი მოსკოვურ აგრესიულ პოზიციას, როგორი ტაქტიკითა და სიტყვებით უნდა ისარგებლო რუსეთთან მიმართებით.

„მე ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც უკრაინას არ ეხება, მაგრამ ჩემთვის კარგადაა ცნობილი საქართველოსთან მიმართებით. როგორც იცით, მე გარკვეული გამოცდილება მაქვს საქართველოსთან დამოკიდებულებაში. მე მართლაც ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი რამ კარგი გააკეთა თავისი ქვეყნისათვის, გაატარა რეფორმები, ეფექტურად აწყობდა ურთიერთობას აშშ-სთან და ევროპასთან…

მაგრამ ვლადიმერ პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა იმ ხისტ რიტორიკაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აირჩია რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.  ნერვიულად კი არა, უფრო აგრესიულად. ჩემი აზრით, ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს და რის შემდეგაც შეუძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება კი რუსეთთან დამოკიდებულებაში სხვაგვარი რიტორიკით სარგებლობს… თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ხელი ჩაიქნია ან რუსეთის აგრესია დაივიწყა…“, – ამბობს ინტერვიუში კურტ ვოლკერი.

წყარო: «Европейська правда»

https://www.eurointegration.com.ua/interview/2020/02/18/7106516/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here