მალავს თუ არა ჩინეთი ინფექციის მასშტაბებს -90 000 ადამიანი უკვე ინფიცირებულია, ექიმის ვიდეომიმართვა

0
167

dailymail –  ავრცელებს ჩინელი ექიმის ვიდეოს, რომელსაც დამცავი ნიღაბი უკეთია და სახე მთლიანად დაფარული აქვს.

ექიმი  კორონავირუსის გავრცელების ძალიან დიდ მასშტაბებზე  და იმ დრამატულ სცენარზე საუბრობს, რასაც ჩინეთის ოფიციალური წყაროები არ ასაჯაროებენ.

ექიმის თქმით, ის  ვუჰანში ვირუსით ინფიცირებულ  ავადმყოფებს მკურნალობს და  აცხადებს, რომ ჩინეთში კორონავირუსით უკვე  90 000 ადამიანი დაინფიცირდა – ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაცემული ინფორმაცია, დაავადებულთა რაოდენობის შსახებ.

მისი თქმით, ის ვინაობას იმიტომ არ ასახელებს, რომ ჩინეთის მთავრობამ ინფორმაციაზე ცენზურა დააწესა და აკრძალა მთავრობის ნებართვის გარეშე ვირუსის თაობაზე საუბარი.

“მე ვარ იმ ტერიტორიაზე, სადაც კორონავირუსი გაჩნდა. აქ ვარ იმისათვის, რომ სიმართლე ვთქვა. ამ დროისთვის, ჰუბიის პროვინციაში, მათ შორის ქალაქ უხანში და მთელს ჩინეთში 90 000 ადამიანია ინფიცირებული და არა 1,970 – როგორც ამას ოფიციალური უწყებები ამბობენ. ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება დიდი სისწრაფით“ ,- ამბობს ექიმი ვიდეოში.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს. ეს განცხადება სი ძინპინა პოლიტბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც განიხილებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომები.

ბოლო მონაცემებით, როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 56-ს შეადგენს, ინფიცირებულია ორი ათასამდე ადამიანი.

ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის გავრცლების ეპიცენტრია, ხელისუფლებამ სამხედროები და მედიკოსები გაგზავნა.

ქალაქში შეწყვეტილია ტრანსპორტის მუშაობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here