მედია ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო დარტყმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

0
55

ირანული მედია ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

იერიშის სამიზნე იყო აშშ-ის სამხედრო ობიექტი ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ერბილის სიახლოვეს და ავიაბაზა აინ ალ-ასადი, რომელიც ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ირანში განაცხადეს, რომ ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა აშშ-ს საპასუხო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here