ბობი და ნე – თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ნამდვილად იყვნენ (ვიდეო)

0
134

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ბინადრებს – ჟირაფებს ელოდება.

საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ჟირაფების თემამ. დიდი ნაწილი ამტკიცებდა, რომ თბილისის ზოოპარკს ჟირაფები არასდროს ჰყოლია, მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ ნანახი ჰყავდა.

დღეს კი საქართველოს ეროვნულმა არქივი სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გაავრცელა, რით დასტურდება, რომ თბილისის ზოოპარკს წლების წინ ნამდვილად ჰყავდა ჟირაფები.

“ბობი და ნე – ჟირაფები თბილისის ზოოპარკში

🎞 ფრაგმენტი კინოსიუჟეტიდან „საბჭოთა საქართველო“

🎥 რეჟისორი გივი მონავარდიშვილი

🔸 1962 წელი

👉 დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისის ზოოპარკში 300-მდე სახეობა ბინადრობს, რომელთა შორის არის: თეთრი ვეფხვი, თეთრი ლომი, უსურიული ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლი, თეთრი მარტორქა, უახლოეს მომავალში კი ჟირაფები შეემატება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here