საფრანგეთში აქციებზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს (ვიდეო)

0
170

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ლიონში, მარსელსა და ნანტში, საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

პარიზში, ნანტსა და ბორდოში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ნანტსა და ბორდოში აქცია არეულობაში გადაიზარდა. ნანტში აქციას მოძრაობა Black Blocs-ის წევრები შეუერთდნენ, წერს BFMTV.

რაც შეეხება პარიზს, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის მთლიანად არის პარალიზებული. გაჩერებულია მეტროს 11 ხაზი, საქალაქთაშორისო ელმავალები, ავტობუსები და შეფერხებით მუშაობს ტრამვაი.

აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს, ისინი რევოლუციურ სიმღერებს მღერიან, შაშხანებს აფეთქებენ.

საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მობილიზებულია 6 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი.

მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პარიზში აქციის 65 წევრია დაკავებული.

მოსალოდნელია, რომ დღეს დაწყებული საყოველთაო გაფიცვა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში სულ 250 მანიფესტაციაა დაგეგმილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here