საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა

0
38

ეროვნული ბანკი საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ბანკის ინფორმაციით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით -22.4 მლრდ აშშ დოლარი (-73.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -127.0 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 მლრდ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 10.4 მლრდ აშშ დოლარია (34.3 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 294.5 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 32.8 მლრდ აშშ დოლარი (107.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.6 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში, მისამართზე: :https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#sagareoseqtori

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here