COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს – ახალი კვლევა

0
72

COVID-19-ის ანტისხეულები ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და ისინი შესაძლოა, 2 თვეში გაქრეს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნა. ამის შე­სა­ხებ “ბიზ­ნეს ინ­სა­ი­დე­რი“ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ჟურ­ნალ Nature Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლის ორ­გა­ნიზ­მმა შე­საძ­ლოა, სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­კარ­გოს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი – ცი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ებ­რძვი­ან ვირუსს და ხელს უშ­ლი­ან თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბას.

კვლე­ვის შე­დეგ­მა ახა­ლი კი­თხვე­ბი გა­ა­ჩი­ნა COVID-19-ის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში კი­დევ უფრო სა­ეჭ­ვო გა­ხა­და ეფექ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კვლე­ვა ჩი­ნეთ­ში ჩა­ტარ­და – მეც­ნი­ე­რებ­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი შე­ა­მოწ­მეს 37 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის სხე­ულ­ში, ასე­ვე 37 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში – რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ.

კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ადა­მი­ან­თა უმე­ტე­სო­ბას ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ნარ­ჩუნ­დათ.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან 8 კვი­რის შემ­დეგ, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც COVID-19-ის გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ, 40%-მდე შემ­ცირ­და, ხოლო უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­ში – 13%-მდე.

“ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნეს, ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ჰქონ­დათ უფრო სუს­ტი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა”, – ნათ­ქვა­მია კვლე­ვის დას­კვნა­ში.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის და­ბა­ლი დონე არის თუ არა საკ­მა­რი­სი იმუ­ნი­ტე­ტის­თვის და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი მე­ო­რედ აღარ და­ინ­ფი­ცირ­დეს. ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაც კი შე­საძ­ლოა საკ­მა­რი­სი იყოს თა­ვი­დან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ასა­რი­დებ­ლად, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რებს ამ სა­კი­თხზე ზუს­ტი პა­სუ­ხი არ აქვთ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვის ფარ­გლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს ორი სა­ხის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი – იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი G (igG) და იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნი M (igM).

ზო­გა­დად, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი, პირ­ველ რიგ­ში, გა­მო­ი­მუ­შა­ვებს igM ან­ტის­ხე­უ­ლებს ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სა­პა­სუ­ხოდ, ხოლო igG გა­მო­მუ­შავ­დე­ბა მა­შინ, როცა ადა­მი­ა­ნი დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­შია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. მეც­ნი­ერ­თა თქმით, იმუ­ნი­ტე­ტის ხან­გრძლი­ვად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის igG უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­მაც ვირუ­სი უსიმპტო­მოდ გა­და­ი­ტა­ნეს, 7-ს, ხოლო სიმპტო­მი­ა­ნე­ბი­დან 6-ს სხე­ულ­ში igG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდათ ვირუ­სის გა­და­ტა­ნი­დან 3-4 კვი­რის შემ­დეგ. უფრო მე­ტიც, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში არც igM არ იყო გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

8 კვი­რის შემ­დეგ igG ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის დონე შემ­ცირ­და სხვა პა­ცი­ენ­ტებ­შიც. 71%-ით შემ­ცირ­და უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯგუფ­ში, ხოლო 76%-ით იმ ადა­მი­ა­ნებ­ში რომ­ლებ­მაც ვირუ­სი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბით გა­და­ი­ტა­ნეს.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გარ­და, კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ებს სხვა ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბიც გა­მო­უ­მუ­შავ­დათ. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად რე­ა­გი­რებს ვირუს­ზე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი უმუ­შავ­დე­ბათ, თუმ­ცა სა­ერ­თო სუ­რა­თი ისაა, რომ 8 კვი­რის შემ­დეგ მათი რა­ო­დე­ნო­ბა ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და, ზო­გი­ერ­თის ორ­გა­ნიზ­მი­დან კი სა­ერ­თოდ გაქ­რა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here