თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, პაკისტანში, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა

0
31

მედიის ინფორმაციით, პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფა ქალაქ ყარაჩიში მოხდა.

„თვითმფრინავი ქალაქ ყარაჩიში ჩამოვარდა. ვცდილობთ დავადგინოთ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, მაგარამ ამ წუთისთვის არსებული ცნობებით, თვითმფრინავში 99 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იყო“, – განაცხადეს ქვეყნის ავიაციის სააგენტოში.

მედიის ცნობით, კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ამ წუთებში მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.

ცნობისთვის, პაკისტანის ავიახაზების ლაინერი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩიში მიემგზავრებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here