საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს ბადაგონმა სადეზინფექციო ხსნარი უსასყიდლოდ გადასცა

0
414

კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და იურიდიული დახმარების სამსახურს კომპანია “ბადაგონმა” სადეზინფექციო ხსნარები უსასყიდლოდ გადასცა.

აღნიშნული სადეზინფექციო ხსნარები საქართველოშია წარმოებული და სრულად შეესაბამება ამერიკის “საკვებისა და ადმინისტრაციის” მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი კომპანია „ბადაგონს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისა და განსაკუთრებული გულისხმიერებისათვის მადლობას უხდის.

აღნიშნული ხსნარების გადანაწილდება განხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის, როგორც თბილისის ისე რეგიონულ ოფისებში.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here