რუსეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქებისთვის ემზადებიან

0
65

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის  ეპიდაფეთქებისთვის  ემზადებიან.

ამის შესახებ განცხადება მოსკოვის მთავარმა ინფექციონისტმა, ნიკოლაი მალიშევმა გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთში დაავადებულთა რიცხვი ზრდა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო. რეგიონებში ახალ სტაციონარებს და საწოლებს უკვე ამზადებენ.

მალიშევი არ გამორიცხავს, რომ ექიმებს დიაგნოზის დასმის საშუალება დისტანიურადაც მისცენ.

ჯანდაცვის სფეროზე ზეწოლის შესამცირებლად. სანქტ პეტერბურგში სახელმწიფო და კერძო სამკურნალო დაწესებულებებმა პაციენტების გეგმიური მიღება აკრძალეს. მოგვიანებით, ეს შეზღუდვა შეამსუბუქეს და გამონაკლისი მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის დაუშვეს.

ამას გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტოს დავალებით ყველა ექთანი და ექიმი ორი დღის ვადაში ელექტრონულ ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

ჯონ ჰოკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 27 მარტის მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 840-ია. გარდაიცვალა სამი. გამოჯანმრთელდა 38 პაციენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here