27 მარტი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

0
13

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 532,692-ს შეადგენს. სულ COVID-19-ს 24,075 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 122,672 განიკურნა.

ინდოეთში კორონავირუსით ამ დროისთვის 724 ადამიანია ინფიცირებული, 17 ადამიანი გარდაიცვალა.

უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 42 288-მდე გაიზარდა, 253 ადამიანი გარდაიცვალა.

ტაილანდში ინფიცირებულთა რიცხვი 1 136-მდე გაიზარდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 585, 6 ადამიანი გარდაიცვალა.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9332-ს მიაღწია. 139 ადამიანი გარდაიცვალა.

ჩეჩნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათ შორის 5 წლის ბავშვია.

აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85 653-მდე გაიზარდა.

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა. 3,629 ინიფიცირებულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here