ახალგაზრდებო, იყავით სახლში ხომ იცით, დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს – ვოლოდიმირ ზელენსკი

0
192

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალგაზრდებს მოუწოდებს, კარანტინში ყოფნის პერიოდში დემოგრაფიული კრიზის მოგვარებაზე იზრუნონ. ამის შესახებ ზელენსკიმ გადაცემა “სიტყვის თავისუფლებაში” ისაუბრა.

“სამსახურის გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის. იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებითვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი. უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ჩემი აზრით, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა”, — განაცხადა ზელენსკიმ.

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მოქალაქეებმა, რომ არ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ საუკეთესო გზა სახლში დარჩენაა.

„ყველას ვურჩევ სახლში დარჩენას – ეს სიმართლეა. თუ რამენაირად შეგიძლიათ დარჩეთ სახლში – სახლში ყოფნა შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია. თუ გრძნობთ, რომ სიცხე გაქვთ, გთხოვთ, დაურეკეთ სასწრაფოდ ექიმს. ჩვენ დაგეხმარებით“, – მიმართა უკრაინის ლიდერმა მოსახლეობას.


LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here