კომპანია „ბადაგონი“ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის

0
31

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომპანია „ბადაგონი“ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.

„საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელობამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარი თანამშრომლების, მათი ოჯახების, მომხმარებლების, ასევე პარტნიორების მიმართ და ორშაბათიდან მთელი კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე.

კომპანიისათვის პრიორიტეტულია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. შესაბამისად დროებით შეჩერდება საწარმოო პროცესი ბადაგონის ორივე საწარმოშიც. სამუშაო პროცესი ასევე შეჩერდება ბადაგონის ყველა რესტორანსა და სასტუმროში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ არსებული ვითარება ძალიან მალე ყველასათვის სასიკეთოდ შეიცვლება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნულია „ბადაგონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here