პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტეს

0
43

ე.წ. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა. ამის მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და მისგან თავდაცვის ღონისძიებებს ასახელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ფაქტს ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს“, – აცხადებენ სუს-ში.

როდის გაიხსნება ე.წ. საზღვარი, ამ დრომდე უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here