როგორ შეიცვალა 2019 წელს თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიოში

0
27

Freedom in the World 2020-ის მონაცემებით, 2019 წელი მსოფლიო მასშტაბით ნამდვილად არ იყო საუკეთესო თავისუფლებისა და დემოკრატიის ისტორიაში. ამის მიუხედავად, ამ მხრივ არატრადიციულ ქვეყნებში უმნიშვნელო მატება მაინც დაფიქსირდა. კერძოდ, გაუმჯობესების გარკვეული ტენდენციები შეინიშნება აფრიკის კონტინენტზე, სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში. თავისუფლების ინდექსით კარგი ვითარებაა დიდ ბრიტანეთში, რაც საერთო ტრენდს ეწინააღმდეგება. თავისუფლების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა ინდოეთში, ჩილესა და ბოლივიაში. ზემოხსენებული ორგანიზაციის კვლევაში ასევე გამოვლენდნენ თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნებიც. გაუარესების ზოგადი ტენდენციის მიუხედავად, თავისუფლების კუთხით ჯერ კიდევ ლიდერობენ დასავლეთის ქვეყნები. ამ მხრივ ნორმალური ვითარებაა ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე. გასაკვირია, მაგრამ აფრიკულ განაში თავისუფლების ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებს ოდნავ ჩამოუვარდება, მონღოლეთი კი ამ მხრივ პოლონეთის დონეს უტოლდება. ყველაფრის მიუხედავად, ჩილე საკმაოდ უსწრებს საბეძნეთს, ურუგვაის კი თავისუფლების ხარისხით ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი უწევენ კონკურენციას. რუსეთი ამ ინდექსით ეგვიპტესა და ეთიოპიასაც კი ჩამორჩება, თუმცა საგრძნობლად უსწრებს ვენესუელას.

 

წყარო: PORNSTAT-ი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here