ოკუპირებული ცხინვალი კორონავირუსის გამო ყველა ე.წ. გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

0
59

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობა კორონავირუსის გამო ყველა „გამშვებ პუნქტს“ ჩაკეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მან ახლა საქართველომდეც მიაღწია. ეს სამხრეთ ოსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა. რეაქცია ოპერატიული უნდა იყოს“, – აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა „უშიშროების საბჭოს“ შეხვედრაზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა „გამშვები პუნქტი“ განსაკუთრებულ განკარგულებამდე სრულად ჩაიკეტება. ე.წ. ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამინისტროებს, ასევე სხვა უწყებებს პროფილაქტიკურ ზომებზე შესაბამისი სამუშაოების გაწევა დაევალათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here