მიხეილ ჩხენკელი: კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს

0
214

კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს.

„გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს, შემიძლია ჩემი პოზიცია გითხრათ, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, გეცნობებათ. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირშია ეს სფეროები ერთმანეთთან, მაგრამ გამოყოფის შემდეგაც, მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო კულტურის მიმართულებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად, სპორტის ჩართულობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ძალიან მნიშველოვანია და აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.