პრემიერი: პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი

0
260

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი კენჭისყრაში მონაწილეობისას სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ გუნდს ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია აქვს.

„ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი კენჭისყრაში მონაწილეობისას სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ჩვენი თითოეული მოქალაქის წინაშე. დარწმუნებული ვარ, ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.