„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

0
176

უმრავლესობის სხდომის პარალელურად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” და “სირცხვილიას” წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ქვეყანა მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, თუ კანონპროექტს ჩააგდებენ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.