პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ლელა აქიაშვილი იქნება

0
213

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ლელა აქიაშვილი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„იგი გაააქტიურებს ადმინისტრაციის მუშაობას ადამიანის უფლებათა მიმართულებით. ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ პასიურ მდგომარეობაში იყო.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ადამიანი და მისი უფლებების დაცვა. ამიტომ ქალბატონი ლელა, თავისი გამოცდილებით დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი იქნება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.