ბიზნესმობუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

0
259

მიხეილ დაუშვილი ბიზნესმობუდსმენად დაინიშნა. ამის შესახებ პრემირ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე, რომელიც ქვეყანაში არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ ღირსეულად გაართმევს თავს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აქამდე ბიზნესომუდსმენის თანამდებობას ირაკლი ლექვინაძე იკავებდა. რამდენიმე დღის წინ მან და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.