თბილისში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

0
192

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილები შეეჯახა.

ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი, ქალი და მამაკაცი გარდაიცვალა.  ერთ-ერთი მანქანის მძღოლი,  ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.
ერთი დაშავებული კლინიკა “პანაცეაშია” გადაყვანილი, მეორე კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.