რა უნდა ჩინეთს საბერძნეთში? – პირეის ნავსადგურის რეკონსტრუქცია და დახმარება პართენონის მარმარილოს დაბრუნებაში

0
223

საბერძნეთის პრეზიდენტმა ათენში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა დიდ ბრიტანეთთან არსებული ერთ-ერთი ძველი დავის მოგვარების თაობაზე. საქმე ეხება პართენონის ტაძრიდან  მე-19 საუკუნეში ლონდონში წაღებული ქანდაკებების დაბრუნებას, რომელსაც „ელგინის მარმარილოებს“ უწოდებენ. სი ძინპინი დაეთანხმა პროკოფი პავლოპულოსს, რომ ანტიკური ქანდაკებების ადგილი  აკროპოლშია, ათენში და არა ლონდონის მუზეუმში.

ცნობისათვის: 1458 წელს თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ პართენონი, რომელიც აკროპოლის ბორცვზეა აღმართული, ჯერ მეჩეთად იქცა, შემდეგ კი ოსმალეთის ჯარების ამუნიციის საწყობად. 1687 წელს შენობა ვენეციელებმა ააფეთქეს, რითაც პართენონი და მისი სკულპტურები მძიმედ დაზიანდა. XIX საუკუნეში ბრიტანელმა (შოტლანდიელმა) დიპლომატმა, ლორდმა თომას ელგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან და იქვე ახლოს მდებარე ერექთეიონის ტაძრიდან გაიტანა და ინგლისში წაიღოეს სკულპტურებიცნობილი როგორც ელგინის მარმარილო“ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. დავა საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოების“ სამშობლოში დაბრუნების თაობაზე, რომელიც ოსმალეთისაგან საბერძნეთის გათავისუფლების დროიდან – 1832 წლიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება.

აკროპოლში მოწყობილი ექსკურსია სი ძინპინის ათენში ვიზიტის პროგრამის ბოლო პუნტქს წარმოადგენდა. სწორედ იქ ისარგებლა პროკოფი პავლოპულოსმა მომენტით, რომ გავლენიან ჩინელი სტუმრისათვის მხარდაჭერა ეთხოვა „ელგინის მარმარილოების“ ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორც საბერძნეთის პრემიერმა თქვა, უძველესი ბერძნული ხუროთმოძღვრების საუნჯის ადგილი სამშობლოშია და ბრიტანეთის მუზეუმის კატეგორიული უარი მის დაბრუნებაზე ყოველგვარ კანონს და კულტურას ეწინააღმდეგება. „აი, სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს ადგილი და დრო, რომ თქვენთვის მხარდაჭერა მეთხოვა ჩვენი მარმარილოების დასაბრუნებლად იქ, სადაც სამართლიანად, წესით და რიგით უნდა იყონ“, – უთხრა პროკოფი პავლოპულოსმა სი ძინპინს.

ჩინეთის ლიდერი ბერძენი კოლეგის პოზიციას დაეთანხმა: „მე არამარტო გეთანხმებით და არა მხოლოდ ჩვენი მხარდაჭერის იმედი უნდა გქონდეთ, არამედ თქვენთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. ჩვენი ჩინური ისტორიული სიმდიდრის დიდი ნაწილიც საზღვარგარეთ არის წაღებული და ძალისხმევას არ იშურებთ მათი ჩინეთში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნების მიზნით“.

სი ძინპინის ვიზიტის დროს ათენში ხელი მოეწერა მრავა შეთანხმებას ჩინეთ-საბერძნეთს შორის, მათ შორის ხელშეკრულებას კუოლტურის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. თუმცა შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს საკითხი ძირითადად ეხებოდა ეკონომიკურ პროექტებს პეკინის ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყლის“ ჩარჩოებში. ასე, მაგალითად – ჩინურმა კომპანიამ COSCO-მ 35-წლიანი კონცესია მიიღო პირეის სატვირთო ნავსადგურის რეკონტრუქციის მიზნით. გეგმის მიხედვით, ათი წლის შემდეგ პირეის ტერმინალით ევროპაში ჩინური ექსპორტის 10% გადაიტვირთება და თავისი ტვირთბრუნვის მოცულობით როტერდამსა და ჰამბურგს უკან ჩამოიტოვებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ამას წინათ ევროპელებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭარბი ინვესტიციებისაგან.