მოსწავლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

0
179

გორში, მე-9 კლასის მოსწავლის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

მოზარდს სამედიცინო დახმარება კლინიკა „გორმედში“ გაუწიეს, “იმედინიუსის” ინფორმაციით, მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ და რატომ სცემა მოზარდი. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ცემის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.