საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა

0
216

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა. შესაბამისად, დაკავებული ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი პატიმრობაში დარჩნენ.

სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებიც დაიკითხნენ. ჩვენება იმ პოლიციელებმა მისცეს, რომლებმაც კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი დააკავეს.

სასამართლო პროცესს ცოტნე სოსელია არ დაესწრო. მის ინტერესებს ადვოკატი იცავდა.

შსს-მ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი – ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია 2019 წლის 4 ივლისს დააკავა.