საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

0
256

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ. როგორც თამლიანისა და ბუდაღაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, საქმეში არ არსებობს არც ერთი სერიოზული მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ბრალეულობას დაამტკიცებს.

შსს-მ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი – ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ცოტნე სოსელია 2019 წლის 4 ივლისს დააკავა.