ზურაბ აბაშიძე რუსული დელეგაციის ვიზიტზე: უნდა შევეცადოთ, რომ საერთაშორისო ვალდებულებებიც შესრულდეს და საქართველოს კანონმდებლობაც არ დაირღვეს

0
221

საქართველომ არსებული კანონმდებლობით და მეორე მხრივ საერთაშორისო ვალდებულების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ არ არის გარკვეული, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას და ამიტომ ვიზიტზე საუბარი ნაადრევია. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ის არ მართავს კონსულტაციებს და დამატებითი ინფორმაციისთვის საგარეო უწყებას უნდა მივმართოთ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

 

იმედინიუსი