პუტინი ცდილობდა მოსკოვის ძალაუფლების აღდგენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე -The Washington Post

0
266

“ვლადიმერ პუტინი,რუსეთის ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლის განმავლობაში,ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობდა მოსკოვის ძალაუფლების აღდგენას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე.უნდა ითქვას,რომ ამ მიზნის მიღწევის გზაზე მან დიდწილად მარცხი განიცადა.პუტინის რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას ახდენდა ამ სახელმწიფოებზე,ორგანიზებას უწევდა არჩევნების ფალსიფიკაციას, აწარმოებდა პროპაგანდისტულ კამანიას და კიბერომებს.

საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში კი რუსეთმა პირდაპირი სამხედრო შეტევა განახორციელა,რითაც მოახერხა კონტროლის დამყარება ამ სახელმწიფოთა ტერიტორიის რამოდენიმე ფრაგმენტზე,რუსეთის საზღვრებს მიღმა. ამგვარი ქმედებების გამო,რუსეთის ფედერაციამ გამოიწვია საკუთარი მოკავშირეებისა და ახლო მეგობრების გაუცხოვება,თუმცა პუტინი კვლავინდებურად შეუდრეკელია”,—წერს თავის სარედაქციო სტატიაში გაზეთი The Washington Post-ი.

აქვე აღნიშნულია,რომ ვ.პუტინი ახალ ძალისხმევას მიმართავს ბელარუსის დასამორჩილებლად. ამ ქვეყნის მეთაური,ალექსანდრე ლუკაშენკო წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს,(…) “მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო დასავლეთისთვის მიმზიდველ პარტნიორს არ წარმოადგენს, მისი მცდელობა საკუთარი სახელმწიფოს გადასარჩენად,მაინც მხარდაჭერას იმსახურებს”,—მიიჩნევს გამოცემა.

“რუსეთის ლიდერმა შეწყვიტა ბელორუსისთვის სუფსიდირებული ნავთობის მიწოდება,რაზეც დიდწილადაა დამოკიდებული მისი ეკონომიკა.პუტინმა ასევე მოითხოვა დიდი ხნის წინ დადებული სამოკავშირეო ხელშეკრულების შესრულებაც. პუტინ-ლუკაშენკოს ამასწინანდელ შეხვედრაზე,რუსეთის მეთაურმა უარყო ბელორუსის ლიდერის მოწოდებები ნავთობსა და გაზზე ფასების დაწევის თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თავის პოზიციას არ შეცვლის,ბელორუსის ეკონომიკა საგრძნობლად დაზარალდება.საქმე ისაა,რომ ამ სახელმწიფოს ექსპორტის ერთი მეხუთედი, იაფი რუსული ნავთობისაგან მიღებულ ნავთობპროდუქტებზე მოდის”,-ნათქვამია სტატიაში.

“ლუკაშენკომ საყოველთაო სახე მისცა რუსეთის ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობას,როდესაც ნორვეგიისგან ნავთობთან ერთად შტანკერიც შეიძინა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მ.პომპეომ კი მოახდინა მისი დახმარების აფიშირება,როდესაც 1 თებერვალს მინსკს ეწვია. მაიკ პომპეო გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი,რომელიც ბელორუსში ჩავიდა 1993წლის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ლუკაშენკოს დაპირდა,რომ ტრამპის ადმინისტრაცია ბელორუსში თავის ახალ ელჩს მიავლენს,(აშშ-ს 2008წლის მერე ბელორუსში ელჩი არ ყოლია). მ.პომპეომ,ლუკაშენკოს პირობა მისცა,რომ-“ენერგორესურსების ამერიკელი მწარმოებლები მზად არიან ბელორუსს კონკურენტულ ფასებში მიაწოდონ მისთვის საჭირო ნავთობის 100 პროცენტი.”

“ამერიკული ნავთობის მიწოდების შემთხვევაშიც კი საეჭვოა,რომ მოხერხდეს ბელორუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადარჩენა. ლუკაშენკოს ან პუტინთან დანებება-დამორჩილება მოუწევს ანდა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის შოკური თერაპიით გაჯანსაღებაზე წასვლა,რუსული გავლენისგან განთავისუფლების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ ლუკაშენკო მეორე ვარიანტს აირჩევს, აშშ-ს და ევროკავშირს მოუწევთ,ყოველი ღონე იხმარონ,რათა ბელორუსს შეუმსუბუქოს ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილები. ამასთანავე, აუცილებელი გახდება ლუკაშენკოს დაყოლიება,რათა გადაიდგას ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხითაც”,-წერს  The Washington Post -ი