ქართველი მესაზღვრეების მიერ კონფისკებული თუთიყუში, სახელად „ფაშა“, თურქმა მსახიობმა ნაზიმ ჯიჰანმა 162 დღის შემდეგ დაიბრუნა

0
327

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს მასალას, თუ როგორ დაიბრუნა თურქმა ცნობილმა მსახიობმა ნაზიმ ჯიჰანმა თავისი თუთიყუში, სახელად „ფაშა“, რომელიც ქართველმა მესაზღვრეებმა ჩამოართვეს, როცა იგი სამშობლოში აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა საქართველოს გავლით.

„ეს ისტორია 2019 წლის 27 აგვისტოს დაიწყო, როცა მე აზერბაიჯანიდან საქართველოში ვბრუნდებოდი. თუთიყუში მე მუდმივად თან დამყავს. ქართველმა მესაზღვრეებმა მითხრეს, რომ თუთიყუშის დოკუმენტებს ვადა გასული აქვსო. ჩამომართვეს და ზოოპარკში ჩასვეს. 162 დღის განმავლობაში შვიდჯერ ვიყავი საქართველოში, რომ ჩემი „ფაშას“ ამბები გამეგო… ზოოპარკში, „ფაშას“ გარდა, კიდევ სამი თუთიყუში ჰყავდათ, ვატყობდი, რომ მათზე კარგად არ ზრუნავდნენ… ბოლოს, თურქეთის საელჩოსა და საკონსულოს ჩარევით, ყველაფერი დადებითად გადაწყდა: „ფაშა“ უკვე პატრონთანაა“, – ამბობს ნაზიმ ჯიჰანი.