ნიდერლანდებში ამანათში შეფუთული ორი ბომბი აფეთქდა

0
242

ნიდერლანდებში დღეს ამანათებში შეფუთული ორი ბომბი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი აფეთქება ამსტერდამში, საფოსტო განყოფილებაში მოხდა, სადაც საკორესპონდენტო წერილების დახარისხება ხდება.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებში ამანათების აღმოჩენა 2020 წლის იანვრიდან დაიწყეს. ამანათები იპოვეს ავტოგასამართ სადგურზე, სასტუმროსა და უძრავი ქონების სააგენტოში. ამ შემთხვევაში ბომბი არ აფეთქებულა. პოლიცია ვარაუდობს, რომ ამანათებით ბომბებს ერთი და იგივე ადამიანი აგზავნის.