„ფორმულა 1“-ის ჩინეთის გრან-პრი კორონავირუსის გამო გადაიდო

0
258

„ფორმულა 1“-ის ჩინეთის გრან-პრი კორონავირუსული ინფექცია Covid-19-ს გამო გადაიდო. ამის შესახებ შეჯიბრის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. ღონისძიების ჩატარების ახალი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ჩინეთის ეტაპი 17-19 აპრილს უნდა გამართულიყო.

ჩინეთის გრან-პრი შანხაის ტრასაზე 2004 წლიდან იმართება.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ჩინეთში 1113 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 44 600-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 4740 პაციენტი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.