ბრენდები, რომელთა ღირებულება 2019 წელს საგრძნობლად შეიცვალა

0
256

გთავაზობთ იმ ბრენდების სიას, რომელთა ღირებულება 2019 წელს საგრძნობლად შეიცვალა:

პირველი და მეორე ადგილები Tesla-მ და Instagram-მა გადაინაწილეს, შესაბამისად 65 და 58%-იანი მატებით. მესამე ადგილზე Mitsubishi აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ტრადიციული ავტომწარმოებლები უწინდებურად პატივში აღარ არიან (თუმცა ხსენებული იაპონური კომპანია მხოლოდ მანქანების წარმოებით არ შემოიფარგლება).

საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს ევროპული ქსელები – Lidl-ი და Aldi, რომლებიც რეიტინგის ლიდერთა შორის არიან.

სერიოზული პრობლემები აქვს ჩინურ საძიებო Baidu-ს, რომელმაც თავისი ღირებულების ნახევარი დაკარგა.

47%-იანი კლება განიცადა ახალი ამბების ამერიკულმა არხმა Fox Corp- მა.

საქმე საზეიმოდ არ აქვთ Uber -ს, Nvidia-სა და Boeing- ს, რომლებიც რეიტინგის ქვედა ზღვარზე განთავსდნენ.

მასალა მომზადდა PORNSTAT -ის მიხედვით.