მეცნიერებმა შეიმუშავეს სისტემა, რომლითაც 40 ვირუსზე ტესტირება ერთ საათში კეთდება

0
141

ჰონგ კონგელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებული 40-მდე ბაქტერიისა და ვირუსის დიაგნოსტირებას ერთ საათში ახდენს. მათ შორის ახალი კორონავირუსიცაა.

ტესტის ჩასატარებლად ნიმუში სპეციალურ კარტრიჯში თავსდება, რომელიც შემდეგ სადიაგნოსტიკო აპარატში მონტაჟდება. მიკროფლუიდური ტექნოლოგიის საშუალებით, სითხე კარტრიჯში მიკროარხების საშუალებით მიედინება და სხვადასხვა პათოგენზე დიაგნოსტირებას ახდენს. მეცნიერების თქმით, მსგავსი ტიპის აპარატურის ღირებულება ბევრად ნაკლებია, ვიდრე დღეისათვის არსებული ტესტის საფასური ჰონგ კონგში, რომელიც დაახლოებით 130 აშშ დოლარის ექვივალენტია.

პროფესორ ტერენს ლაუ ლოკ-ტინის განცხადებით, დღემდე არსებულ ტესტებს ერთდროულად ერთიდან სამამდე ტიპის ბაქტერიის ან ვირუსის ინდენტფიცირება შეეძლოთ. იმისათვის, რომ 40 პათოგენი შემოწმებულიყო, 40 დამოუკიდებელი ტესტის ჩატარება იყო საჭირო.

მეცნიერები ასევე მუშაობენ სისტემაზე, რომელიც ერთდროულად 80-მდე პათოგენის გამოვლენას შეძლებს.