ვენეციაში რეკორდული დონის წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა

0
192

ვენეციაში რეკორდული დონის წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია. ეს 1966 წლის შემდეგ, რა დროსაც წყლის დონე 1.94 იყო, ყველაზე მაღალი მაჩვენებალია.

ქალაქის მერის, ლუიჯი ბრუნაროს შეფასებით, ეს ნამდვილი კატასტროფაა.

ლუიჯი ბრუნარო დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მთავრობისთვის დახმარების თხოვნას აპირებს.

ამასთან, წყლის დონის მატებასთან ერთად, ძლიერმა ქარმა ტალღები წარმოშვა. დატბორილია ქალაქის 90 პროცენტი.