ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისეთი იყო, როგორც ჩვენი – რევაზ არველაძე

0
191

პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს აზრი არ შეუცვლია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“შესათანხმებელი არაფერი გვქონია, ვისაც რა პოზიციაც ჰქონდა იმას შეინარჩუნებს. არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც თვლის, რომ მაჟორიტარული სისტემა შენარჩუნებული უნდა იყოს. ისინი ალბათ ამ პოზიციაზე დარჩებიან. დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება და ამის შედეგად ვინმე თავს დაჩაგრულად იგრძნობს და დატოვებს თუ არა, ამას ვერ ვიტყვი თავიანთი გადასაწყვეტი იქნება. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ისეთი იყო, როგორც ჩვენი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი აზრით, მაჟორიტარები,რომლებიც არ უჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას თითებზე დასათვლელია”, – განაცხადა არველაძემ.