უმრავლესობის სხდომა დასრულდა – რა გადაწყვეტილება მიიღო “ქართულმა ოცნებამ”

0
266

“ქართული ოცნების” ცემტრალურ ოფისში მიმდინარე უმრავლესობის სდომა დასრულდა. სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა “პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი.

ხუნდაძის თქმით, სხდომა საკმაოდ „ცხელი“ იყო.

„ვისაუბრეთ ძალიან ბევრი. მინდა, გითხრათ, ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქ არის საუბარი, თუ როგორც უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ – ეყოლება სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება, მთავრობა, თუ ეყოლება რყევადიარაძლიერი,  სუსტი ხელისუფლება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო სხდომაზე გუნდმა, დეპუტატი ამბობს, რომ მიღებული იყო მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება.

„ის, რაც ჩემთვის იყო მიუღებელი, მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, რამეთუ მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, ამის დათვლა მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას.