0
279
„ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში თითქოს ინფორმაციის მოგროვებაზე მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უნდა უზრუნველყოფდეს, აღმოჩნდა, რომ ლობისტების შემადგენელი ნაწილი არიან, თან „ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, თავისი წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ბათუ ქუთელიაა. რომელიც შეიძლება ითქვას, დეზინფორმაციის საფუძველი გახდა ეს წარმომადგენლობა შეერთებული შტატების იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძის თქმით, ევრონესტის შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა დაინახა:
„რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შეეცადა. იქ შემოიტანეს ყალბი სია, 84 თუ 85 კაცის, თითქოს, ეს ხალხი პოლიტპატიმრები არიან და დაურიგეს ევროპარლამენტის წევრებს. როგორც ჩანს, ეს სია მათ აშშ-იც გააგზავნეს. რა თქმა უნდა, ევრონესტის შემადგენლობამ ეს არ მიიღო და არც რეზოლუციაში აისახა“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. „მათთვის ამ ცვლილებებს (პროპორციულ არჩევნებზე) მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არ იბრძვიან ცვლილებებისთვის, ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველოში არჩევნების პერიოდში ან შემდეგ, დესტაბილიზაცია მოხდეს. ესენი მაგის შემოქმედები არიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.