13 ნოემბერს 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

0
226

13 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემით, საუკუნეების წინ, სწორედ ამ დღეს, ასი ათასი ქართველი წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას შეეწირა. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან მრევლი მეტეხის ხიდზე იკრიბება და ერთობლივი ლოცვით მიაგებს მათ პატივს.

ასი ათასი მოწამის სახელობის დღესთან დაკავშირებით, 17:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისს გადაიხდის.