დღეს პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

0
243

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გააცნობს.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შესულა.

ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ.

„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პროდუქტებზე ფასების ზრდასა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.