პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

0
220

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტს, რომელსაც 200 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობდა.

საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, მხოლოდ 0%-იანი ბარიერის პირობებში, ჩატარების თაობაზე მმართველ პარტიასაც აქვს მომზადებული კანონპროექტი.