შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში მე-9 ადგილზეა – გამოკითხვა „რანკერზე“

0
180

ვებგვერდ „რანკერზე“ მიმდინარე ინტერეტგამოკითხვაში ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში შოთა რუსთაველი მეცხრე ადგილზეა.

ამავე რეიტინგის პირველ ადგილზე არის ულიამ შექსპირი, მეორეზე თეოდორ დოსტოევსკი, მას მოსდევენ ლევ ტოლსტოი, ჩარლზ დიკენსი, ჰომეროსი, ჯ.რ.რ. ტოლკინი, ჯორჯ ორუელი და ედგარ ალან პო.​ მეცხრეზეა შოთა რუსთაველი, ხოლო მეათეზე მარკ ტვენი.

„რანკერი“ ციფრული მედია კომპანიაა, რომლის შტაბბინაც ლოს ანჯელესშია. ვებგვერდზე სხვადასხვა საკითხებზე ასობით ინტერნეტგამოკითხვა იმართება. „რანკერს“ თვეში 49 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

წყარო: 1tv.ge