აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

0
187

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

აჭარის მაუწყებლის ახალი წევრები უმაღლესმა საბჭომ 25 ოქტომბერს აირჩია, ხოლო მეხუთე მრჩევლის ასარჩევად განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა.

ბორდის ეს შემადგენლობა აჭარის ტელევიზიის დირექტორს აირჩევს. ხელმძღვანელის მოვალეობას კი ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ ნათია ზოიძე ასრულებს.